სამეცნიერო კონფერენცია - „მარიამ ლორთქიფანიძე - 95“

სამეცნიერო კონფერენცია - „მარიამ ლორთქიფანიძე - 95“

13 ივნისს, 10:30 საათზე , აკადემიკოს მარიამ ლორთქიფანიძის დაბადებიდან 95 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში, პროფესორები, სტუდენტები, მოწვეული სტუმრები დაესწრებიან.  ცნობილი ქართველი ისტორიკოსის იუბილეს უნივერსიტეტი ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის XI საფაკულტეტო სამეცნიერო კონფერენციით აღნიშნავს.      

კონფერენციაზე იმუშავებს სხვადასხვა სექცია, სადაც წარმოდგენილი იქნება მოხსენებები ისტორიის, ლიტერატურათმცოდნეობის, ეთნოლოგია/არქეოლოგიის, ენათმეცნიერების, კულტურის კვლევების, ფილოსოფია/თეოლოგიის მიმართულებით.    საიუბილეო ღინისძიების ფარგლებში პროფესორ თედო დუნდუას საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის შრომების მე-12 ტომის პრეზენტაცია, ასევე გაზეთ ,,თბილისის უნივერსიტეტის” რედაქტორის ნინო კაკულიას დოკუმენტური ფილმის „ისტორიამ რა ჰქმნა?“ ჩვენება გაიმართება. ფილმი აკადემიკოს მარიამ ლორთქიფანიძის მოღვაწეობას ეძღვნება.    

ღონისძიება თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით გაიმართება.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, 107-ე აუდიტორია.