“ჯიპიაი ჰოლდინგის” ავტოდაზღვევის ანაზღაურების სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობს. 10 და 11 ივნისს სეტყვით გამოწვეული რეკორდული რაოდენობის შემთხვევა დაფიქსირდა კომპანიის ქოლზენტრში - რაოდენობა 350-ს აღწევს.
“ჯიპიაი”-ს ავტოდაზღვევის ანაზღაურების სამსახური ზარალების დარეგულირების პროცესი დღეს დილიდანვე დაიწყო - ადგილზე ანაზღუარების სისტემით და მობილური აპლიკაციით “GPI Mobile” ზარალის ანაზღაურება გაცხადებიდან 24 საათშია შესაძლებელი.
დაზღვეულებს შეუძლიათ კომპანიის სერვის ცენტრს მიმართონ, სადაც ადგილზე შეუძლიათ აინაზღაურონ ზარალი 1,000 ლარის ფარგლებში ან ჩამოტვირთონ აპლიკაცია და დისტანციურად მიიღონ ანაზღაურება მომდევნო დღეს.
“ჯიპიაი ჰოლდინგი” დღეში 150,000 ლარს უნაზღაურებს დაზღვეულებს. 2016 წელს ჯამში ანაზღაურებულმა თანხამ 36,000,000 ლარი შეადგინა. ჯიპიაი-ს ავტოდაზღვევით საქართველოში 10,453 ავტომფლობელი სარგებლობს.