მამუკა მდინარაძე: დასკვნაში არც ერთი მკვეთრად ნეგატიური შენიშვნა არ არის გამოთქმული

მამუკა მდინარაძე: დასკვნაში არც ერთი მკვეთრად ნეგატიური შენიშვნა არ არის გამოთქმული

მამუკა მდინარაძე: გაკვირვებას იწვევს სხვადასხვა პოლიტიკოსების შეფასებები ამ საკითხზე. როგორც ჩანს ჩვენს ოპოზიციას სხვა, მათი თანამოაზრეების მიერ შექმნილი დოკუმენტი აქვთ წაკითხული, რადგან იმაზე არავინ საუბრობს, რომ ვენეციის კომისიის წინასწარი დასკვნა და მისი ზოგადი ნაწილი იწყება საკონსტიტუციო ცვლილებების ცალსახად პოზიტიური შეფასებით. დასკვნაში არც ერთი მკვეთრად ნეგატიური შენიშვნა არ არის გამოთქმული, ხოლო მითითებული რეკომენდაციების გათვალისწინება უპრობლემოდაა შესაძლებელი, მით უმეტეს მაშინ, როდესაც მათ უმრავლესობასთან დაკავშირებულ დაშვებას თავადვე ვაკეთებდით საყოველთაო-სახალხო განხილვებისას თუ სხვა საჯარო გამოსვლებში. მთავარია, საზოგადოებამ იცოდეს, რომ ვენეციის კომისიის ექსპერტების აზრით ცვლილებები წარმოადგენს წინ გადადგმულ პოზიტიურ ნაბიჯს ქვეყნის კონსტიტუციური მოწყობის კონსოლიდაციისა და გაუმჯობესებისაკენ, კანონის უზენაესობის დამკვიდრებისა და ფუნდამენტური უფლებების დაცვისაკენ.