სოფელ უდეში, არტემ (ალიკა) ბალახაშვილის სახელობის საეფეხბურთო ტურნირი გაიმართა

სოფელ უდეში, არტემ (ალიკა) ბალახაშვილის სახელობის საეფეხბურთო ტურნირი გაიმართა

2008 წლის 11 აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცის არტემ (ალიკა) ბალახაშვილის სახელობის საეფეხბურთო ტურნირი გაიმართა სოფელ უდეში, ტურნირი მერვე წელია იმართება.

მინი ფეხბურთში ერთმანეთს მუნიციპალიტეტის სხვადასხვა საჯარო სკოლის გუნდები უპირისპირდებიან. წელს ტურნირში გამარჯვება უდის ნომერ პირველ საჯარო სკოლის გუნდმა მოიპოვა.

შეხვედრა დაღუპული ახალგაზრდის მამის  გურამ ბალახაშვილის ორგანიზებით იმართება. წლევანდელ ტურნირს ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაქარია ენდელაძე და გამგებლის თანაშემწე ზაზა ჩილინგარაშვილი ესწრებოდნენ.პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულ გუნდებს თასები, მედლები და სიგელები გადაეცათ.​