აკადემიკოსი გიორგი კვესიტაძე - 75

აკადემიკოსი გიორგი კვესიტაძე - 75

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტს, აკადემიკოს გიორგი კვესიტაძეს 75 წელი შეუსრულდა. გულითადად ვულოცავ ამ ღირსშესანიშნავ თარიღს გამოჩენილ მეცნიერს, საზოგადო მოღვაწეს, მცენარეთა ბიოქიმიის ერთ-ერთ ფუძემდებელს, ბიოქიმიკოსს, ბიოტექნოლოგს, ეროვნული პრობლემატიკით დამაშვრალ გულანთებულ და ქვეყნისთვის თავდაუზოგავ პატრიოტს. დიდია აკადემიკოს გიორგი კვესიტაძის ღვაწლი ეკოლოგიის უსაფრთხოების განვითარებაში. ასევე, ქართული მეცნიერების  წინსვლაში. მისი პრეზიდენტობის პერიოდში ხელი მოეწერა ორ დიდ პროექტს, რომლებიცაა, - ჩინეთ-საქართველოს ტრანსფერის ცენტრის ჩამოყალიბება და ცენტრალური ევროპის ბირთვული კვლევების ცენტრთან (CERN) თანამშრომლობის ხელშეკრულება.

კიდევ ერთხელ ვულოცავ დიდ მეცნიერს ამ საიუბილეო თარიღს და ვუსურვებ ქვეყნის და მეცნიერებისთვის სასიკეთოდ წინსვლას, ჯანმრთელობას და პირად ბედნიერებას.

აკადემიკოსი თამაზ გამყრელიძე