ამ კადრებს დღეს ბედუკაძის ადვოკატი საგანგებო პრესკონფერენციაზე ბრიუსელში გაავრცელებს. „მეცხრე არხის" კორესპონდენტი ბრიუსელში გიორგი ფოფხაძე დღეს ევროპარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის წარმომადგენლებს საქართველოს ციხეებში არსებულ ვითარებას გააცნობს და პატიმართა წამების სკანდალურ ვიდეოებზე ისაუბრებს.