ქართული არასამთავრობოების მიმართვა ევროპის ადვოკატთა ასოციაციას და ევროკავშირის თავმჯდომარეს, ჟოზე მანუელ დურან ბაროზუს. ბრიუსელში ევროკომისიის შენობის წინ ადვოკათა ასოციაციის პრეზიდენტის ზაზა ხატიაშვილის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მონაწილეობით საქართველოში ადვოკატებზე ზეწოლის წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები მოითხოვენ შეწყდეს ქართველი ადვოკატების შევიწროება და დაპატიმრებები. მათ ევროსტრუქტურებს 147 დაპატიმრებული ქართველი ადვოკატის საქმე გადასცეს.