პირველად საქართველოში - ჯიპიაი ჰოლდინგის პლატფორმის საშუალებით ტურისტული სააგენტოები სამოგზაურო დაზღვევის ელექტრონული პოლისების გაცემას შეძლებენ
თბილისი, 18 ნოემბერი: სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი დიჯიტალიზაციის სტრატეგიის ფარგლებში ტურისტული სააგენტოებისთვის ინოვაციურ ელექტრონული პლატფორმის პრეზენტაციას სასტუმრო რედისონში გამართავს. პრეზენტაციას საქართველოს ყველა წამყვანი ტურისტული კომპანიის წარმომადგენელი დაესწრება.
ელექტრონული პლატფორმა ტურისტულ სააგენტოებს საშუალებას მისცემს, გასცენ ელექტრონული სამოგზაურო პოლისები.
სანდრო კიკნაძე, „ჯიპიაი ჰოლდინგის“ სტრატეგიული განვითარების დირექტორი: „ჩვენი დიჯიტალიზაციის სტრატეგიის მთავარი მიზანია დაზღვევა გავხადოთ მაქსიმალურად მარტივი, სწრაფი და კომფორტული როგორც მომხმარებლისთვის, ისე ჩვენი პარტნიორებისთვის. დღემდე ტურისტული კომპანიები სამოგზაურო დაზღვევის პოლისის გარდა სამოგზაურო დოკუმენტაციის კომპლექტაციას სრულად ელექტრონული ტიპის დოკუმენტაციით ახდენდნენ (ავიაბილეთი, სასტუმროს ჯავშანი, ტრანსფერი - ყველაფერი ელექტრონულად იბეჭდება). ჩვენი პროგრამის მეშვეობით, ახლა დაზღვევაც ელექტრონული ფორმის იქნება, ეს კი ინოვაციაა საქართველოს ტურისტულ ბაზარზე.“
პირველ ეტაპზე ელექტრონული პორტალით “ჯიპიაი ჰოლდინგის” პარტნიორი 100-ზე მეტი ტურისტული სააგენტო ჩაერთვება, ხოლო სამომავლოდ კომპანია ქსელის გაფართოებას გეგმავს , რომ რაც შეიძლება მარტივი, ხარჯთეფექტური და მომგებიანი გახადოს ტურისტული სააგენტოებისთვის სადაზღვევო სერვისის მათი კლიენტების შეთავაზება.
ტურისტული სადაზღვევო პლატფორმის პრეზენტაცია სასტუმრო რედისონში 18 ნოემბერს, 19 საათზე გაიმართება.