2016 წლის სექტემბრის მონაცემებით საქართველოს მაშტაბით „აგროდაზღვევის პროგრამის" ფარგლებში გაცემულია 16,139 პოლისი, პროგრამაში ჩართულია 12,772 ბენეფიციარია, სახელმწიფოს მხრიდანსადაზღვევო პრემიის სუბსიდიის თანხამ 7,737,083.87 ლარი შეადგინა. დაზღვეულია 14,640.86 ჰა ფართობი მიწის ნაკვეთი, ხოლო მოსავლის ღირებულებამ ჯამში 125,774,643.03 ლარია. ქარიშხლის, ჭარბი ნალექისა და სეტყვის შედეგად 3,423.00 სადაზღვევო შემთხვევა დადგა, ასანაზღაურებელი თანხა პირველადი შეფასებით 5,180,568.02 ლარს შეადგენს. პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს ზარალისშეფასება და თანხის ჩარიცხვა.
სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ახორციელებს ერთიან აგროპროექტს რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ხელი შეუწყოს სოფლის მეურნეობის დარგშიკონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის და სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფას.