კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" განცხადება

სამგორის რაიონში, კახეთის გზატკეცილზე  N63-თან, თეგეტა მოტორსთან დაზიანებულია  კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" 600 მმ-იანი მაგისტრალური წყალსადენი ქსელი. დაზიანება, აღნიშნულ ტერიტორიაზე დაშენებული ბეტონის ფილების ზეწოლამ გამოიწვია. 

ადგილზე მობილიზებული იყო „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის"  სამუშაო ჯგუფები  და მაგისტრალური ქსელის დაზიანებული მონაკვეთის აღსადგენად, მოსამზადებელი სამუშაოები განახორციელეს.

სამუშაო პროცესს, ასევე  ართულებს ადგილზე განთავსებული შენობა-ნაგებობები, რის გამოც საჭიროა უსაფრთხოების მაღალი ზომების დაცვა.   

დაზიანების აღმოსაფხვრელად, ტექნიკური სამუშაოების წარმოება  რამდენიმე  საათის განმავლობაში,  მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლას მოითხოვს.

აღნიშნულთან დაკავშირებით, ხვალ, 17 ნოემბერსსაღამოს 18:00  საათიდან 18 ნოემბრის    დილის 11:00 საათამდეწყალმომარაგება შეუწყდება:

სამგორის რაიონში:

კახეთის გზატკეცილს, ვარკეთილის მესამე მასივს, შუამთის, საცხენისის, ელდარის, კალოუბნის, გახოკიძის და ბერიშვილის ქუჩებს.

წყალმომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი", აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწვდის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge/ka/dagegmili

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" დისკომფოტრისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება, სამუშაოების ჩატარება მოკლე დროში დაასრულოს.