შპს“თბილსერვის ჯგუფის“ განცხადება

შპს“თბილსერვის ჯგუფის“ განცხადება

შპს „თბილსერვის ჯგუფი“ ფოთოლცვენასთან დაკავშირებით ნაგავმზიდი მანქანების მოძრაობის განრიგს ცვლის. ნაგავმზიდი მანქანები ძველი განრიგით ე.წ. პიკის საათებშიც იმოძრავებს. აღნიშნული განრიგი გაგრძელდება ფოთოლცვენის დასრულებამდე.

შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ 2015 წლის 4 ნოემბრიდან დედაქალაქის რამოდენიმე რაიონში შეცვალა ნაგავმზიდი მანქანების მოძრაობის გრაფიკი

შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის დავალებით საცობების თავიდან აცილების მიზნით დედაქალაქის რამდენიმე რაიონში 2015 წლის 1 სექტემბრიდან საპილოტე პროგრამა განახორციელა, რომლის ფარგლებშიც ე.წ. “პიკის საათებში” შეცვალა ნაგავმზიდი მანქანების მოძრაობის გრაფიკი.

 „თბილსერვის ჯგუფმა“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტიდან გამოითხოვა ინფორმაცია - ქუჩების ჩამონათვალი, სადაც მიზანშეწონილი იყო მოძრაობის განტვირთვა და ნაგავმზიდი მანქანების ცვლის გრაფიკის შეცვლა. მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე შემუშავდა დასუფთავების მანქანების გადაადგილების ახალი გეგმა, რომელიც 2015 წლის 4 ნოემბრიდან ამოქმედდა. 

შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ ცენტრალურ რაიონებში, გადატვირთულ ქუჩებზე ე.წ. „პიკის საათებში” დილის 8:30 საათიდან - 10:30 საათამდე და საღამოს 17:30-დან - 20:30 საათამდე შეზღუდა ნაგავმზიდი მანქანების გადაადგილება.