ნიუ-იორკში ქვევრის ღვინისა და ქართული ღვინის კულტურის შესახებ წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

ნიუ-იორკში ქვევრის ღვინისა და ქართული ღვინის კულტურის შესახებ წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

აშშ- ქალაქ ნიუ-იორკში გამართულ ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო გამოფენაზე (RAW WINE) ქვევრის ღვინო იყო წარმოდგენილი. გამოფენისფარგლებში ცნობილი ამერიკელი ღვინის მწერლის, ელის ფეირინგის ქართული ღვინის კულტურაზე დაწერილი წიგნის „ღვინის სიყვარულისთვის:მოგზაურობა მსოფლიოს უძველეს ღვინის კულტურაშიპრეზენტაციაც გაიმართა.

ორდღიან გამოფენასრომლის ორგანიზატორიც ცნობილი ღვინის ექსპერტიღვინის მაგისტრი იზაბელ ლეჟერონია (საფრანგეთი), ათასობით ღვინისპროფესიონალიმოყვარულირესტორნებისა და სავაჭრო ქსელების წარმომადგენლები დაესწრნენრაც ქართული ღვინის მწარმოებლებს ახალიიმპორტიორებისა და პარტნიორების მოძიების შესაძლებლობას აძლევს. ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ქვევრის ღვინის მწარმოებელი 6 კომპანია: „გოცას ღვინოები", „მეღვინეობა ნიკა", „ხოხბის ცრემლები", „ჩვენი ღვინო", "ორგო" და „ამირან ვეფხვაძის ღვინო"

როგორც ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგერნელმა ელენე კიკნაძემ აღნიშნაამერიკის შეერთებული შტატები ქართული ღვინის პოტენციურად მზარდი საექსპორტო ბაზარიასადაც ღვინის ეროვნული სააგენტო ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ცნობადობის გზარდის მიზნით, აქტიურ მარკეტინგულ ღონისძიებებს ახორციელებს და გეგმავს მომავალშიც.

ამერიკის შეერთებული შტატები ქართული  ღვინის ექსპორტის ერთ-ერთი პრიორიტეტული ბაზარიასადაც ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელშეწყობით,ტარდება მრავალი მარკეტინგული აქტივობაგამოფენაზე წარმოდგენილი იყო 6 ქვევრის ღვინის მწარმოებელი კომპანიაქართულ სტენდს უამრავი ღვინისპროფესიონალი და მოყვარული ესტუმრარაც ქართული ღვინის მწარმოებლებს შესაძლებლობას მისცემს მოიძიონ ახალი იმპორტიორები" - აღნიშნა ღვინისეროვნული სააგენტოს წარმომადგერნელმა ელენე კიკნაძემ.

ელის ფეირინგის (Alice Feiring ) წიგნის „ღვინის სიყვარულისთვისმოგზაურობა მსოფლიოს უძველესი ღვინის კულტურაში(My Odyssey through the World's Most Ancient Wine Culture'პრეზენტაციამ ღვინის პროფესიონალების დიდი ინტერესი დაიმსახურა.

მიმდინარე წლის ზაფხულში  ჟურნალ New York Times -ში გამოქვეყნდა ფრაგმენტები აღნიშნული წიგნიდან. ავტორი თავის გამოცემაში აღნიშნავსრომსაქართველო ღვინის სამშობლოა და მაღალი ხარისხის "ქარვისფერიღვინის შემქმნელირომელიც დამსახურებულად ამაყობს 8 ათასწლიანი რთველისისტორიით.

წიგნის პრეზენტაციის დასრულების შემდეგ ალის ფეირინგმა მონაწილეების შეკითხვებს უპასუხა.

მოველოდი, რომ ბევრი კითხვა ექნებოდათ აქაურებს და ასევე  მოწვეულ სტუმრებსმაგალითად იაპონელებსრომლებიც აქ  ღვინის კულტურისგასაცნობად ჩამოვიდნენთუმცა ყველაზე საინტერესო კითხვა იყოთუ რას ვფიქრობდი  ქართული ღვინის შესახებქართულ ღვინოში დიდი სულიერებაა,მე ვფიქრობ ღვინო ქართველების სიამაყეაქართველებს დიდი რწმენა აქვთუფლის რწმენაყურძნის რწმენაღვინის რწმენა და რწმენა იმისარომყველაფერი კარგად იქნებაქართული ღვინო ქართული სულის გამოძახილიაძალიან მესიამოვნარომ ეს კითხვა დამისვეს და მომეცა შესაძლებლობამესაუბრა ქართულ ღვინოზე" - აღნიშნა ფეირინგმა., რომელიც საქართველოს მიმდინარე წლის გაზაფხულზე სტუმრობდა.

გამოფენა RAW WINE- სხვადასხვა ქვეყნიდან ასზე მეტი ღვინის მწარმოებელი და რამდენიმე ათასი სტუმარი დაესწრო.  აღნიშნული გამოფენა ითვლებაერთ-ერთ საუკეთესოდ, სადაც ბუნებრივიმაღალი ხარისხის და ბიოდინამიური ღვინოების მწარმოებლები იკრიბებიან.

მიმდინარე წლის 10 თვის მონაცემებით საქართველოდან აშშ-ში ექსპორტირებულია 235 ათასამდე ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც 12%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.