კომპანია ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი

კომპანია ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" თბილისის მოსახლეობას ყოველკვირეულ ანგარიშს აბარებს

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" ნაძალადევის რაიონში, ჩარგლის და მუხრანის ქუჩების კვეთაზე, წყალსადენის მაგისტრალურ ქსელზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა - ახლით შეიცვალა 900 მმ-იანი მაგისტრალური ქსელის 450 მეტრი სიგრძის მონაკვეთი და 6 ახალი ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული დამონტაჟდა. შედეგად დიღმის მასივის, ნაძალადევის რაიონის და ლოტკინის დასახლების წყალმომარაგება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.

მიმდინარე კვირის მანძილზე ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი"  სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის სხვადასხვა უბანში აგრძელებს:

ვაკის რაიონში - წყნეთში, გრიშაშვილის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულების ფაზაშია. წყალსადენის ქსელის 725 მეტრი სიგრძის ამორტიზებული მონაკვეთი ახლით იცვლება.

საბურთალოს რაიონში -  სოფელ დიღომში, თამარ მეფის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები ასევე დასრულების ფაზაშია. წყალარინების 350 მეტრი სიგრძის მოძველებული მონაკვეთი ახლით იცვლება.

სამგორის რაიონში - ვარკეთილის მეურნეობის დასახლებაში, რუსთაველის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია.  წყალარინების ქსელის 325 მეტრი სიგრძის მონაკვეთი ახლით იცვლება.

ისნის რაიონში - დიდგორის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, წყალარინების ქსელის 250 მეტრზე მეტი სიგრძის ამორტიზებული მონაკვეთი ახლით იცვლება.

ნაძალადევის რაიონში - ავშნის და ნუშის ქუჩებზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება, წყალსადენის ქსელის  5 500 მეტრი სიგრძის ამორტიზებული მონაკვეთი ახლით იცვლება და ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები მონტაჟდება.

2016 წლის მანძილზე კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის 140 ქუჩაზე განახორციელებს და 100 კმ-ზე მეტი ქსელი შეიცვლება.