ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ექსპორტის 10 თვის მონაცემები

ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ექსპორტის 10 თვის მონაცემები

2016 წლის იანვარ-ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოდან მსოფლიოს 50 ქვეყანაში ექსპორტირებულია 38 392 510 ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც 37%-ით  აღემატება გასული წლის ანალოგიურ მონაცემებს. საანგარიშო პერიოდში ექსპორტირებულია 88,3 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, რაც 14%-ითმეტია გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელზე.

ექსპორტის მატება აღსანიშნავია როგორც ევროკავშირის ქვეყნების, ისე ჩინეთის და სხვა ტრადიციული ბაზრების მიმართულებით:

ჩინეთში - 138% (4 307 825 ბოთლი),  უკრაინა - 64% (4  212 110), ბელარუსი - 57% (931 602), დიდი ბრიტანეთი - 47% (74 188), პოლონეთი - 44% (1 819 542), რუსეთი -  40% (20 531 892), ესტონეთი - 33% (516 048), ყირგიზეთი - 17% (202 666), იაპონია - 12% (141 774), აშშ - 12% (234 616),  გერმანია - 11% (234 422), კანადა 7% (157 860), ლატვია 6% (978 762) და სხვა.      

ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეული ასე გამოიყურება: რუსეთი (20 531 892), ჩინეთი (4 307 825), უკრაინა (4 212 110) , ყაზახეთი  (3  019 147) და პოლონეთი (1 819 542).

ამასთან, გასულ 10 თვეში, მსოფლიოს 16 ქვეყანაში ექსპორტირებულია 7 129 158 ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 31%-ით აღემატება 2015 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. სულ ექსპორტირებულია  16,3 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ბრენდი, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით    15%-ით მეტია.

მთლიანობაში, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ღვინომასალის, ჩამოსასხმელი ბრენდისა და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა საანგარიშო პერიოდში 148,3 მლნ აშშ დოლარს მიაღწია. გასული წლის 10 თვის მონაცემებით, ეს მაჩვენებელი 115,7 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა - ზრდამ 28,2% შეადგინა.

ინფორმაციისთვის:

2016 წლის 10 თვის მონაცემების შედარება  2012 წლის 10 თვესთან:

  • ღვინის ექსპორტი

2016 წ. - 38 392 510  ბოთლი

2012 წ. - 13 373 826  ბოთლი

ზრდა - 187%

თანხაში:

2012 წ. – 57, 5 მლნ აშშ დოლარი

2016 წ. – 88,3 მლნ აშშ დოლარი

ზრდა - 53%

 

  • ბრენდის ექსპორტი  

2012 წ. – 4 694 304 ბოთლი

2016 წ.  - 7 129 158  ბოთლი

ზრდა - 51%

თანხაში:

 2012 წ. – 14 მლნ  აშშ დოლარი

2016 წ.  – 16,3 მლნ აშშ დოლარი

ზრდა - 17%