სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ გურჯაანის მუნიციპალიტეტში ქვემო სამგორის სარწყავი სისტემის გ-40 გამანაწილებელი არხის სარეაბილიტაციო სამუშაოებს აწარმოებს. პროექტის ღირებულებაა 1 900 000 ლარი.
რეაბილიტაციის ფარგლებში აღდგება არხის 22 კილომეტრიანი მონაკვეთი. შედეგად, მომავალი სარწყავი სეზონისათვის მუნიციპალიტეტის 5 სოფლის მოსახლეობა აღდგენილი საირიგაციო მომსახურებით ისარგებლებს 580 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის მოსარწყავად.