5 ნოემბერს, 20:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში ნიკოლოზ შენგელაიას ქართულ კინოკლასიკად აღიარებული მუნჯი ფილმის „ელისოს“ჩვენება მოეწყობა ელექტრო-აკუსტიკური მუსიკის თანხლებით.
ფილმს ჩვენებაზე აკომპანირებას გაუწევენ მუსიკის ავტორი, კომპოზიტორი ნიკა მაჩაიძე, შვეიცარიაში მოღვაწე ქართველი პიანისტი თამრიკო კორძაიადა შვეიცარიაში მოღვაწე პიანისტი დომინიკ ბლუმი.
ბილეთების შაეძენა შესაძლებელია კონსერვატორიის დიდი დარბაზის სალაროებსა და TKT.ge-ზე