„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" სპეციალური განცხადება

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ნაძალადევის რაიონში, მანჯგალაძის ქუჩაზე, წყალსადენის ქსელზე ტექნიკურ-აღდგენით სამუშაოებს აგრძელებს.

ადგილზე მობილიზებულია ტექნიკური ბრიგადა და სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.  დაზიანება ბეტონის საფარის ქვეშ არის მოქცეული, რაც აღდგენითი სამუშაოების მიმდინარეობას ართულებს.

კომპანია წყალმომარაგების აღდგენის დროის შესახებ ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებს.

 აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს, 2 ნოემბერს, წყალმომარაგება შეზღუდული აქვს ნაძალადევის რაიონის მოსახლეობის ნაწილს:

გურამიშვილის გამზირს N1-დან N30-ის ჩათვლით; სააკაძის, ნიკო მარის , ხევისუბნის, ზვარეთის, იფნის, ჟველაურის, ედისის, სვირის, არალეთის, დოდაშვენის, ბჟოლეთის, ახალდაბის, თ. ერისთავის, ღრმაღელის, კნოლევის, ბეჟანიშვილის, ჭყონდიდელის, ნინუას, გ. ნათაძის, ბაგინეთის, წიწამურის, ზესტაფონის, ცისარტყელას, ხრესილის, ჭიჭინაძის, კოხრეიძის, კავთისხევის, მახინჯაურის, ხევსურეთის, მ.ქავთარაძის, რკინიგზის, ე. მანჯგალაძის, ლალიონის, ვეშაპურის, ხიმშიაშვილის, ლიკანის ნოვოროსიისკის, სურგულაძის ქუჩებს. ც. დადიანის ქუჩის N34 კორპუსებს: N2-დან N323 ნომრამდე;, ასკურავას  ქუჩის N1-დან N26-მდე, ურიდიას ქუჩის N1-დან N34-ის ჩათვლით; მიქაუტაძის ქუჩის N1-დან N33-ის ჩათვლით; სუმბათაშვილი-იუჟინის ქუჩების N1-დან N25-მდე; საჭილაოს ქუჩის N1-დან N23-ის ჩათვლით, გომბორის ქუჩის N1-დან N21-ის ჩათვლით, წიკლაურის ქუჩის N1-დან N20-ის ჩათვლით, ჯანელიძის ქუჩის N1-დან N19-ის ჩათვლით და ლეჩხუმის ქუჩის  N1-დან N24-ის ჩათვლით.

წყალმომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ ინფორმაცია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდა. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge/ka/dagegmili.