მედიის წარმომადგენლებმა ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის

მედიის წარმომადგენლებმა ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ობიექტები დაათვალიერეს

29 ოქტომბერს, მედიის წარმომადგენლებმა და სოციალური მედიის აქტიურმა მომხმარებლებმა კომპანია ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" წყალმომარაგებისობიექტები დაათვალიერეს.

ტურის ფარგლებში, სტუმრებმა, ღრმაღელეს საფილტრე სადგური და წყლის ხარისხის კონტროლის ცენტრალური ლაბორატორია მოინახულეს, სადაც წყლისანალიზი 24 საათიან რეჟიმში კეთდება. მათ ასევე, საგურამოს სატუმბო სადგური, ნატახტრის წყალშემკრები ნაგებობა, ჟინვალის წყალსაცავი და ახალიჰიდროელექტროსადგური - „საგურამოჰესი" დაათვალიერეს.

ვიზიტის მიმდინარეობისას, მედია საშუალებების წარმომადგენლებს, დედაქალაქის წყალმომარაგების პროცესი კომპანიის უხუცესმა თანამშრომელმანიკოლოზ კაკუშაძემ გააცნო, რომელიც კომპანიაში 1973 წლიდან მუშაობს.

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" მსგავს საინფორმაციო შეხვედრებს მომავალშიც გააგრძელებს.