ვაზისუბნის მე-2 მიკრორაიონში წყალსადენის მაგისტრალურ ქსელზე ტექნიკურ-აღდგენითი სამუშაოები აქტიურად გრძელდება

ვაზისუბნის მე-2 მიკრორაიონში წყალსადენის მაგისტრალურ ქსელზე ტექნიკურ-აღდგენითი სამუშაოები აქტიურად გრძელდება

ვაზისუბნის მე-2 მიკრორაიონში, 163-ე სკოლასთან „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წყალსადენის  მაგისტრალურ  ქსელზე ტექნიკურ-აღდგენითი სამუშაოები აქტიურად გრძელდება და 20 ოქტომბერს, დილის 04:00 საათზე დასრულდება.

აღნიშნული სამუშაოების დასრულებისთანავე ვაზისუბნის I, II, III და IV მიკრორაიონების მოსახლეობას წყალმომარაგება მთლიანად აღუდგება.

აბონენტების იმ ნაწილს, ვისაც წყალმომარაგება შეზღუდული აქვს, კომპანია წყალს ცისტერნებით მიაწვდის.

წყალმომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ ინფორმაცია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდა. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისფუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge/ka/dagegmili.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დისკომფოტრისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება, სამუშაოების ჩატარება მოკლე დროში დაასრულოს.