ვაზისუბნის მე-2 მიკრორაიონში, 163-ე სკოლასთან „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წყალსადენის მაგისტრალური ქსელის ტექნიკურ-აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.
აბონენტების იმ ნაწილს, ვისაც წყალმომარაგება ამ ეტაპზე შეზღუდული აქვს, კომპანია წყალს ცისტერნებით მიაწვდის.
სამუშაოების მსვლელობასთან და წყალმომარაგების აღდგენის დროსთან დაკავშირებით, კომპანია დამატებით ინფორმაციას ვებგვერდსა და ფეისბუქის ლაივსტრიმის საშუალებით გაავრცელებს.
აღნიშნულიდან გამომდინარე წყალმომარაგება შეეზღუდა ისნის რაიონში:
ვაზისუბნის I, II, III და IV მკ/რ-ებს.