Bancassurance - ბანკისა და მისი მომხამრებლის უსაფრთხოებისა და დაცულობის გარანტი

Bancassurance - ბანკისა და მისი მომხამრებლის უსაფრთხოებისა და დაცულობის გარანტი

აკა სანიკიძე, „ტერა ბანკის“ პროდუქტების განვითარების განყოფილების უფროსი: „Bancassurance-ის მოდელით ერთის მხრივ მომხარებელია დაცული - მას აღარ უწევს ნერვიულობა ხვალინდლ დღეზე იღებს გადაწყვეტილებას დღეს, დღევანდელი შემოსავლიდან გამომდინარე, რომ შეიძინოს ესა თუ ის პროდუქტი ან მომსახურება ბანკში, და მეორეს მხრივ -  ბანკი, რომელსაც დაზღვეული აქვს პორტფელი და იძენს სითამამეს საკრედიტო გადაწყვეტილებების კუთხით.“

17 ოქტომბერს, ტელეკომპანია „პირველის“ გადაცემა „საქმიან დილაში“ ტერა ბანკის პროდუქტების განვითარების განყოფილების უფროსმა, აკა სანიკიძემ ბანკებისათვის Bancassurance-ის მოდელის მნიშვნელობაზე ისაუბრა, როგორც ამ მიმართულებით გამოცდილების მქონე ბანკის წარმომადგენელმა. მისი განცხადებით, ეს მოდელი რამოდენიმე ფაქტორის გამოა მნიშვნელოვანი, მათ შორის ყველაზე მთავარი კი მომხმარებლის დაცულობისა და უსაფრთხოების გარანტიაა. ის ასევე საუბრობს, Bancassurance-ის დიდ პოტენციალზე, რასაც მოწმობს უშუალოდ ტერა ბანკის გამოცდილებაც, რომელიც უკვე თვეებია წარმატებით თანამშრომლობს ჯი პი აი ჰოლდინგთან აღნიშნული პროექტის ფარგლებში.

„მთელი ხიბლი Bancassurance-ის, როგორც პროდუქტის არის იმაში, რომ ეს არის ხელმისაწვდომი, არ არის ძვირიანი პროდუქტი. ეს არის კომფორტი, მშვიდად ყოფნის გარანტი ორივე მხარისთვის.“ Bancassurance ეხმარება ბანკს, რომ თავის საკრედიტო პოლიტიკაში იყოს უფრო თამამი და მიიღოს დადებითი გადაწყვეტილებები ყველა მხარის სასარგებლოდ.

„ჯი პი აი ჰოლდინგი“ და „ვენის სადაზღვევო ჯგუფი“, Forbes-ის ეგიდით Bancassurance-ის მოდელის უფრო ფართოდ დანერგვას გეგმავს და სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით 19 ოქტომბერს, 16:00 საათზე, სასტუმრო ბილტმორში საერთაშორისო კონფერენციას მართავს. კონფერენციას საქართველოს ყველა წამყვანი ბანკისა და მსხვილი მიკრო-საფინანსო ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირები დაესწრება. Bancassurance-ის კონცეფციასა და განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრებენ ავსტრიელი მომხსენებელი და ქართველი ექსპერტები. ვენის სადაზღვევო ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს  წევრი, ერვინ ჰამერბახერი საბანკო სექტორის წარმომადგენლებს გაუზიარებს დასავლურ გამოცდილებას, თუ როგორ თანამშრომლობენ ბანკები და სადაზღვევო კომპანიები დასავლეთში.