,,გადაიხადე  50%“  - წამახალისებელი აქცია აქტიურად მიმდინარეობს

,,გადაიხადე 50%“ - წამახალისებელი აქცია აქტიურად მიმდინარეობს

,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დავალიანების მქონე აბონენტებს  2015 წლის 1 იანვრამდე მოხმარებული წყლის საფასურის 50%-ის გადახდის შემთხვევაში, აღნიშნული პერიოდის დავალიანების მეორე ნახევარი ავტომატურად ჩამოჭრებათ. 

აქცია მე-5 დღეა აქტიურად მიმდინარეობს და 30 ნოემბრამდე გაგრძელდება. აბონენტები მარტივად,  ოფისში მისვლის გარეშე,  ერთვებიან აქციაში და  სარგებლობენ ხელსაყრელი პირობებით.

დავალიანების 50%-ის დასაფარად, აბონენტი რეკავს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“  ცხელ ხაზზე - 2 93 11 11, ან სარგებლობს კომპანიის ფეისბუქით და ვებგვერდზე არსებული ონლაინ ჩათით.  ოპერატორი მომხმარებელს  აბონენტის ნომრის მიხედვით ეხმარება დავალიანების ოდენობის დაზუსტებაში და დავალიანების ჩამოწერაში.

სურვილის შემთხვევაში მომხმარებლები მიმართავენ კომპანიის სერვისცენტრებს შემდეგ მისამართებზე: საბურთალოს რაიონში  - ყაზბეგის გამზ. 19ბ, გლდანის რაიონში -  ვეკუას ქ. 2 და ისნის რაიონში შუამთის ქ.10.

მომხმარებლები აქციის  პირობებით კმაყოფილები არიან და აღნიშნავენ, რომ მათ აქვთ საუკეთესო შესაძლებლობა დავალიანების სრულად დასაფარად.

კომპანიაში ვარაუდობენ, რომ წამახალისებელი აქციის შედეგად, აბონენტებზე დარიცხული დავალიანება მკვეთრად შემცირდება.