კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" სპეციალური განცხადება

ნაძალადევის რაიონში, ჩარგლის ქუჩაზე N52-თან,  საგზაო სამუშაოების წარმოების დროს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" 900 მმ-იანი  წყალსადენის ქსელი დაზიანდა.

კომპანია დაზიანების აღმოსაფხვრელად მაგისტრალურ ქსელზე ტექნიკურ-აღდგენით სამუშაოებს ჩაატარებს.

აღნიშნულიდან გამოდინარე, დღეს, 15 ოქტომბერს, საღამოს 22:00 საათიდან  ხვალ, 16 ოქტომბრის, დილის 10:00 საათამდე,  წყალმომარაგება შეეზღუდება ნაძალადევის რაიონში:

გმირ კურსანტთა, ჟინვალის, ზიგზაგის, ღოღობერიძის, ღრმაღელის, ქსოვრელის, კნოლვეის, დაისის, იმერეთის, ზედაზენის, რიონგესის, ჭრებალოს, უწერის, კაჭარავას ქუჩებს. ანდრონიკაშვილის და ჯანჟღავას ქუჩებს თავისი შესახვევებით და ჩიხებით. თიანეთის ქუჩის N86-დან N104-მდე და  N97-დან N137-მდე. ჩარგლის ქუჩის N1-დან N71-მდე და N2-დან N56-მდე. სანზონის N2, N3, N4, N5, N9, N10, N22, N25, N18, N19, N20, N21 და N28 კორპუსებს.

წყალმომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ ინფორმაცია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდა. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისფუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge/ka/dagegmili.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" დისკომფოტრისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება, სამუშაოების ჩატარება მოკლე დროში დაასრულოს