გიორგი ალიბეგაშვილი  აშშ-ს ორგანიზაციის „გლობალური განათლების მოტივატორები“ პრეზიდენტს შეხვდნენ

გიორგი ალიბეგაშვილი აშშ-ს ორგანიზაციის „გლობალური განათლების მოტივატორები“ პრეზიდენტს შეხვდნენ

დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა და საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ ლია ჯახველაძემ ამერიკის შეერთებული შტატების ორგანიზაციის „გლობალური განათლების მოტივატორები“ პრეზიდენტს ვეინ ჯაკობს,"მრავალეროვანი საქართველო დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებისათვის" თავმჯდომარეს რიტა პროკოპენკოს და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს გია გვაზავას საკრებულოს ისტორიულ შენობაში უმასპინძლეს.

შეხვედრაზე მხარეებმა მიმდინარე წლის სექტემბერში ლია ჯახველაძის მიერ აშშ-ში ვიზიტისდროს გაფორმებული მემორანდუმით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს. აღნიშნულიმემორანდუმი კულტურულ-საგანმანათლებლო და შემეცნებითი პროგრამების საქართველოსმოსწავლე-ახალგაზრდებისთვის ორგანიზებას, ასევე, კერძო და საჯარო სექტორისმოხელეების პროფესიული გადამზადებისა და მოკლევადიანი სტაჟირების პროგრამებისუზრუნველყოფას გულისხმობს.
პირველ ეტაპზე, პროექტის ფარგლებში, ბაგა- ბაღების თანმშრომლებისა და სკოლისმასწავლებლების, ხოლო მეორე ეტაპზე კი საჯარო მოხელეების გადამზადება მოხდება.

წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარემ აღნიშნული მემორანდუმი დადებითადშეაფასა, ურთიერთთანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა და მოხელეებისთვის აშშ-შისპეციალური ტრენინგებისა და გადამზადების კურსების ჩატარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.დელეგაციის წევრები მოგვიანებით საკრებულოს დიმიტრი ყიფიანის სახელობის სხდომათადარბაზში წარმომადგენლობითი ორგანოს აპარატის თანამშრომლებს შეხვდნენ, სადაცორგანიზაციამ „გლობალური განათლების მოტივატორები“ პროექტის პრეზენტაცია გამართა.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, რის შემდეგაც სტუმრებმა საკრებულოსისტორიული შენობა და ფოიეში მოწყობილი უძველესი ფოტოების გამოფენა დაათვალიერეს.

დღესვე ლია ჯახველაძის ორგანიზებით, არასამთავრობო ორგანიზაციის „გლობალური განათლების მოტივატორები“ პრეზიდენტი ვეინ ჯაკობსი საგანამნათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებს, ბაგა-ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელს თემურ თორდინავას და სამგორის რაიონის გამგებელს გიორგი ბაგრატიონს შეხვდა.