შეხვედრა სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ გაიმართა და მას „ქართული ოცნების“ მხრიდან ბიძინა ივანიშვილი, დავით უსუფაშვილი, ალექსი პეტრიაშვილი და დავით ზალკალიანი ესწრებოდნენ. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ „ქართული ოცნების“ ლიდერმა განაცხადა, ბულგარეთის, ლატვიის, ლიტვის, რუმინეთისა და ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა დააფიქსირეს, რომ პატივს სცემენ თავისუფალ და დემოკრატიულ არჩევნებს და საქართველოში ჩამოვიდნენ არა რომელიმე პარტიის, არამედ დემოკრატიის მხარდასაჭერად.
„გარდა ამისა, მათ კიდევ ერთხელ დააზუსტეს ჩვენი სტრატეგია, რომელიც არის ევროატლანტიკური ინტეგრაცია, ასევე ჩვენი საგარეო პოლიტიკური ხედვები, მათ შორის რუსეთთან ურთიერთობის მიმართულებით", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.