საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში ხმა გლდანის 74-ე საარჩევნო უბანზე მისცა.
„ჩვენ საარჩევნო უბანზე მშვიდ გარემოში მომდინარეობს არჩევნები. ხმა მივეცი რათქმაუნდა საქართველოს მომავალს, პროგრესს, სწრაფ განვითარებას, თავისუფლებასა და კეთილდღეობას. მნიშვნელოვანია, ყველას მოვიდნენ არჩევნებზე და იაქტიურონ, რადგან არჩევნები ასახავს განწყობებს და იმ დამოკიდებულებებს, რაც მოსახლეობაში რეალურად არსებობს“-განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
სოფლის მეურნეობის მინისტრი საარჩევნო უბანზე საკუთარ 9 წლის ქალიშვილთან ერთად იმყოფებოდა.