სულ მალე დიდი ჯიხაიშის ქუჩა სრულად განახლდება

სულ მალე დიდი ჯიხაიშის ქუჩა სრულად განახლდება

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა",  ნაძალადევის გამგეობასთან ერთად, დიდი ჯიხაიშის ქუჩის სრული განახლება დაიწყო.

აღნიშნული მასშტაბური პროექტის ფარგლებში, კომპანია  მთლიანად გამართავს წყალმომარაგებისა და წყალარინების  სისტემას - ახლით შეიცვლება 3 900 გრძივი მეტრი წყალსადენის მაგისტრალური მონაკვეთი და წყალარინების  2 500 მეტრი სიგრძის ქსელის.  ასევე დამონტაჟდება ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები და ჭები.

 კომპანია სარეაბილიტაციო სამუშაოებს ნოემბრის მეორე ნახევარში დაასრულდებს, რის შემდეგაც ნაძალადავის რაიონის გამგეობა  ქუჩაზე ასფალტის ახალი საფარის დაგებას უზრუნველყოფს.

 „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი"  დიდი ჯიხაიშის ქუჩის სარეაბილიტაციო პროექტში 800 000 ლარის ინვესტიციას ახორციელებს.

 აღნიშნული სამუშაოები დედაქალაქის ურბანული განვითარების  ხელშეწყობას და სტაბილური წყალმარაგების უზრუნველყოფას ემსახურება.