საინფორმაციო ბრიფინგების განრიგი 2016 წლის 8 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის, საკრებულოს შუალედური და რიგგარეშე არჩევნების დღეს

საინფორმაციო ბრიფინგების განრიგი 2016 წლის 8 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის, საკრებულოს შუალედური და რიგგარეშე არჩევნების დღეს

ცენტრალური საარჩევნო კომისია, ამომრჩევლების და ყველა დაინტერესებული მხარის დროულად ინფორმირების მიზნით, 8 ოქტომბრის დილის 08:30 სთ-დან პერიოდულად საინფორმაციო ბრიფინგებს გამართავს.

24 საათიან რეჟიმში იმუშავებს როგორც  ცესკოს სატელეფონო/საინფორმაციო ცენტრი  - 2 51 00 51, ისე ონლაინ ჩატი და ონლაინ ოპერატორი.  შესაბამისად ყველას შეეძლება პასუხის მიღება არჩევნებთან დაკავშირებული ამა თუ იმ საკითხის შესახებ.

საინფორმაციო ბრიფინგების განრიგი შემდეგია:

8:30 სთ;

10:30 სთ;

12:30 სთ;

15:30 სთ;

17:30 სთ;

20:30 სთ;

განრიგი საჭიროების შემთხვევაში შეიძლება შეიცვალოს.