კომპანია „მცხეთის წყალმა“ ქ. მცხეთაში, შრომის ქუჩაზე, ქალაქისთვის მნიშვნელოვანი სარეაბილიტაციო პროექტი დაასრულა - წყალარინების 200 მეტრი სიგრძის ახალი ქსელი მოაწყო.
აღნიშნულ ქუჩაზე წყალარინების გამართული სისტემა ამ დრომდე პრაქტიკულად არ არსებობდა. კომპანია „მცხეთის წყალმა“ შრომის ქუჩის მაცხოვრებლები, წყალარინების ახალი პროექტის მიხედვით, მოწყობილ ქსელზე დააერთა. აღნიშნული პროექტი შრომის ქუჩაზე წყალარინების თანამედროვე სისტემის გამართულ ფუნქციონირებას და სანიტარული ნორმების დაცვას უზრუნველყოფს.
ამავე პროექტის ფარგლებში, კომპანიამ შრომის ქუჩასთან ერთად გოგებაშვილის ქუჩაზე წყალსადენის 230 მეტრი სიგრძის ახალი ქსელი მოაწყო.
კომპანია „მცხეთის წყლის“ მიერ ჩატარებული სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად შრომისა და გოგებაშვილის ქუჩებზე წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემა გაუმჯობესდა. აღნიშნული პროექტი ქ. მცხეთაში ურბანული განვითარების ხელშეწყობას ემსახურება.