ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან აგრარული მიმართულებით თანამშრომლობა ღრმავდება

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან აგრარული მიმართულებით თანამშრომლობა ღრმავდება

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე, სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, ჩინური მხარის მოწვევით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სინძიანის პროვინციაში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა.

ვიზიტის ფარგლებში, ქ. ვუსუს მუნიციპალურ სახალხო მმართველობაში გამართულ შეხვედრაზე, ჩინეთსა და საქართველოს შორის სოფლის მეურნეობის მიმართულებით თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. განსაკუთრებული ინტერესი გამოითქვა მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულებით თანამშრომლობაზე, რომლის მიზანიც, ვუსუს რეგიონში, საქართველოს გამოცდილების გაზიარებით, მეღვინეობის განვითარების ხელშეწყობა, ახალი ჯიშების ინტროდუქცია, ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, ასევე, ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური, კულტურული, სავაჭრო და ტურისტული ურთიერთობების გაღმავებაა.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ქ. ვუსუს მერმა, დალალებევ კენჟახანმა და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, ლევან უჯმაჯურიძემ ხელი მოაწერეს თანამშრომლობის მემორანდუმს.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს დელეგაციის წევრებმა  სინძიანის პროვინციის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ბაზები, ღვინისა და ლუდის საწარმოები, მევენახეობის და ხეხილოვანი კულტურების ნარგაობები დაათვალიერეს; შეხვედრები გაიართა თაფლის წარმოებისა და კონტროლის სახელმწიფო ინსპექციის ხელმძღვანელებთან.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ქართული დელეგაციის წევრებმა ქ. ურუმჩიში მე-5 საერთაშორისო გამოფენაზე ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანიების მიერ წარმოდგენილი პროდუქციის ფართო ასორტიმენტი დაათვალიერეს.

უახლოეს მომავალში დაგეგმილია საქართველოში ჩინეთის დელეგაციის საპასუხო ვიზიტი.