4 ოქტომბერს, 19:00 საათზე, „არტარეა გალერეა" საერთაშორისო პროექტს „Love Song" უმასპინძლებს.
გულის ფორმის ხმის ჩამწერი მოწყობილობები, რომლებიც „არტარეას" საგამოფენო სივრცეში განთავსდება, დამთვალიერებელს შესაძლებლობას მისცემს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის ქართველი მუსიკოსების ნამუშევრებს მოუსმინოს ერთი თემის - სიყვარულის შესახებ.
პროექტი ოთხი ბელგიური სახელოვნებო ორგანიზაციის - ChampdAction, M HKA, (ანტვერპენის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი) deBuren, და Objectif Exhibitions ინიციატივით შეიქმნა და ის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის არტისტების მიერ გულის ფორმის მოწყობილობებში ჩაწერილი სიმღერების სხვადასხვა საგამოფენო სივრცეში განთავსებას გულისხმობს.
დასწრება თავისუფალია.
გთხოვთ, მობრძანდეთ.
მისამართი: ტელეკომპანია „არტარეა"; დ.აბაშიძის #10