რუსთავის მე-18 მიკრორაიონში წყალარინების ახალი სისტემა მოეწყო

რუსთავის მე-18 მიკრორაიონში წყალარინების ახალი სისტემა მოეწყო

კომპანია „რუსთავის წყალმა”, რუსთავის მერიასთან ერთად ქალაქისთვის მნიშვნელოვანი სარეაბილიტაციო პროექტი დაასრულა - მე-18 მიკრორაიონში წყალარინების ახალი სისტემა მოაწყო.

აღნიშნულ მიკრორაიონში თანამედროვე წყალარინების სისტემა პრაქტიკულად არ არსებობდა. „რუსთავის წყლის“ და რუსთავის მერიის ერთობლივი პროექტის ფარგლებში კომპანიამ 600 მ სიგრძის  წყალარინების ქსელი მოაწყო და 14 ჭა დაამონტაჟა.  

ახალი წყალარინების ქსელი თბილისი-გარდაბნის გამწმენდი ნაგებობისკენ მიმავალ კოლექტორზე დაერთდა და ექსპლუატაციაში გაეშვა. სამუშაოების დასრულებისთანავე გზის ახალი საფარი მოეწყო.

აღნიშნული პროექტი რუსთავის მე-18 მიკრორაიონში წყალარინების თანამედროვე  სისტემის გამართულ ფუნქციონირებას და სანიტარული ნორმების დაცვას უზრუნველყოფს.

 სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში კომპანია „რუსთავის წყალმა“ 105 000 ლარის ინვესტიცია განახორციელა.