ერთი კომპანიის სამი ბრენდის წარმატება შვიდ ნომინაციაში - შავი ზღვის სარეკლამო ფესტივალი

ერთი კომპანიის სამი ბრენდის წარმატება შვიდ ნომინაციაში - შავი ზღვის სარეკლამო ფესტივალი

კომპანია ნატახტარის 3-მა ბრენდმა შავი ზღვის რეკლამის ფესტივალზე 7 ნომინაციაში გაიმარჯვა.

ყველაზე წარმატებული ლუდი Old Irish-ის ვირუსული ვიდეო „100%-იანი ვირტუალური რეალობა“ (https://youtu.be/VpOIuYQ-s00) აღმოჩნდა. კამპანიამ მოიპოვა ფესტივალის:

  • Grand Prix
  • იგი დასახელდა კონკურსის საუკეთესო მონაწილედ, მოიპოვა
  • ოქროს ჯილდო ნომინაციებში - ინტერნეტ ფილმი,
  • არატრადიციული მედიის გამოყენება და
  • ვერცხლი - არაინტეგრირებული მარკეტინგული კამპანიების ნომინაციაში.

ვერცხლის ჯილდო მოიპოვა ლუდი ნატახტარის „უსაზღვრო მეგობრობის“ (https://www.youtube.com/watch?v=RCBHMeSlIh0) კამპანიამ ტელე და კინო რეკლამის კატეგორიაში.

ილუსტრაციებისა და გრაფიკული დიზაინის კატეგორიაში ბრინჯაოს წოდება მიიღო ლუდი 34-ის ვებ გვერდმა http://beer34.ge/ge

შვიდივე პროექტი კრეატიულ სააგენტო ლივინგსტონს ეკუთვნის, რომელიც ფესტივალზე წლის საუკეთესო ქართულ სააგენტოდ აღიარეს.