კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" სპეციალური განცხადება

ვაკის რაიონში, მცხეთის ქუჩაზე, სანიაღვრე სისტემის სარეაბილიტაცო სამუშაოების წარმოებისას სამშენებლო კომპანიამ დააზიანა „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" წყალსადენის  ქსელის სამი მონაკვეთი.
მცხეთის ქ. N13-თან და N40-თან „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" დაზიანება უკვე აღადგინა.

ამ დროისთვის, ტექნიკურ-აღდგენითი სამუშაოები გრძელდება  მცხეთის ქ. N7-თან, სადაც დაზიანებულია სასმელი წყლის 400 მმ-იან თუჯის მილი.

აღნიშნულიდან გამომდინარე დღეს, 29 სექტემბერს, 18:00 საათამდე წყალმომარაგება შეზღუდულია ვაკის რაიონში:

მცხეთის, ტ. ტაბიძის, რაზმაძის, შატბერაშვილის, ქობულეთის, ბაზალეთის,  ერისთავის, არაყიშვილის, თაყაიშვილის, ნაფარეულის, ჯანაშიას, ი.აბაშიძის, შროშის ქუჩებს.
ბარნოვის ქ. N69-83,  N68-94. იაშვილის N1-19, N2-20,  ფალიაშვილის  ქ. N1-33, N2-36, ჭავჭავაძის გამზ. N2-31, N5-11.  

წყალმომარაგება სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება.

მოსახლეობისთვის წყლის ცისტერნა მცხეთის ქუჩაზე მოძრაობს.

რაც შეეხება კომერციულ ობიექტებს, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" დაზიანების აღმოფხვრამდე,  წყალს ცისტენებით მიაწოდებს.

წყალმომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ ინფორმაცია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდა.დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისფუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge/ka/dagegmili.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" დისკომფოტრისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება, სამუშაოების ჩატარება მოკლე დროში დაასრულოს