ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) დევნილთა და განსახლების სამინისტრო ყველაზე ღია საჯარო უწყებად უკვე მეოთხედ დაასახლა. IDFI-ს კვლევების თანახმად, ბოლო 4 წლის განმავლობაში, სამინისტროს ინფორმაციის ხელმისაწვდომობის 100%-იანი მაჩვენებელი აქვს.
“2016 წელს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისთვის“ დევნილთა და განსახლების სამინისტრო სპეციალური სიგელით დაჯილდოვდა. საქართველოში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის 2016 წლის ანგარიშის პრეზენტაციას დევნილთა და განსახლების მინისტრის პირველი მოადგილე გრიგოლ გიორგაძე დაესწრო.