დევნილთა და განსახლების მინისტრის მოადგილეებმა გრიგოლ გიორგაძემ და გოგი ფაცაციამ საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას საფლავი გვირგვინით შეამკეს.
„ჩვენთვის ყველასთვის ძალიან მძიმეა დღევანდელი დღე. წლების გასვლა ვერ შეამსუბუქებს იმ ტკივილს, რაც ჩვენ ყველას ამ ომმა მოგვაყენა. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს რა დიდი საშინელება, ნგრევა, ადამიანების დაკარგვა მოაქვს ომს და მომავალში უნდა ვიზრუნოთ, რომ მშვიდობიანი გზით შევძლოთ თანაცხოვრება ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან ერთად. საჭიროა უფრო მეტი ურთიერთობა, უფრო მეტი ადამიანური კონტაქტები, იმისათვის რომ ძალიან მალე დადგეს ის დღე, როდესაც ჩვენ ყველანი ვიტყვით, რომ მზად ვართ თანაცხოვრებისთვის“, - განაცხდა გრიგოლ გიორგაძემ.
მინისტრის მოადგილეები გმირთა მოედანზეც იმყოფებოდნენ, სადაც საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.