ავარია თუ კარგად დაგეგმილი პროვოკაცია?

ავარია თუ კარგად დაგეგმილი პროვოკაცია?

მემკვიდრეობით, გენეტიკურად მატყუარა და ცრუ ადამიანი ხარ დიმიტრი ხუნდაძე!!!

კანონმდებელი, რომელიც გამოდის და მედია საშუალებების დახმარებით საჯაროდ არღვევს უდანაშაულობის პრეზუმციას და საქვეყნოდ დამნაშავედ აცხადებს 49 წლის ხეობელ ადამიანს სხვა რა უნდა ვუწოდოთ? ბატონო დიმიტრი 13 წლის ვაჟკაცი კაცი ეზრდება გია ჩიტიშვილს სახლში. ადამიანს, რომელსაც არაფერი გიკეთებიათ 4 წლის განმავლობაში დღეს თავი რითი გინდათ დაგვამახსოვროთ ხეობელებს? - თაობები უნდა დააპირისპიროთ ერთმანეთს? - ნათესავები უნდა გადაამტეროთ?!!

წლების წინ თქვენი წინაპრის უღირს საქციელზე საუბრობდა მთელი ხეობა, დღეს კი მთელი წეროვანი - თქვენზე...

არანაირი საგზაო ინციდენტი არ ყოფილა! - იყო პროვოკაცია.

არანაირი დაზარალებული არ არსებობს! - იმიტომ რომ არ ყოფილა ფაქტი.

უფრო დეტალურად: ინციდენტი, უფრო სწორად არც თუ ისე კარგად დაგეგმილი პროვოკაცია გუშინ დაახლოებით 14:00 საათზე მოხდა. სახლისკენ მიმავალი გია ჩიტიშვილი იხსენებს, რომ დაინახა, როგორ გააკეთა უცნაური მოძრაობა ზეინაბ მეტრეველმა, რომელიც თითქოს მის გამოჩენას ელოდებოდა.

„ჩავთვალე რომ ქუჩაში მიმავალი ცუდად გახდა. მანქანიდან გადმოვედი და დახმარება შევთავაზე. ზეინაბ მეტრეველმა მიპასუხა დამეჯახეო. მანქანას შევხედე, მტვერიც კი არ იყო არსად გადაცლილი. რამე იტკინეთ-თქო? მიპასუხა - არაფერიო და ისეთი სისწრაფით წამოდგა და წავიდა, რომ სხვა ვერაფრის თქმა ვერ მოვასწარი.

ამ ინციდენტიდან 4 საათის გასვლის შემდეგ სახლში მოსულა, სადაც ჩემი მეუღლე და სიდედრი დახვდა. ზეინაბ მეტრეველს უთქვამს ტელეფონი დამიზიანდა, რომ წავიქეცი და ახალი ტელეფონის შესაძენად ფული მომეცითო. ინციდანტიდან 6 საათის გასვლის შემდეგ გულის ტკივილის მიზეზით სასწრაფო გამოიძახეს და ისე გადაიყვანეს მეტრეველი საავადმყოფოში“.

ახლა ჩვენი დიაგნოზიც მოისმინეთ ბატონო დიმიტრი!!! ზეინაბ მეტრეველის საქციელი უფრო ნერვიულ შეტევას ჰგავს დავალების ჩავარდნის შემდეგ, რომლის თვითმიზანი ის იყო, რომ როგორღაც გია ჩიტიშვილის სახლიდან ფული წამოეღო, ვითომდა დაზიანებული ტელეფონის სანაცვლოდ, შემდეგ კი თქვენ ააფრიალებდით უკვე „შემდგარ ფაქტს“ როგორც ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტი.

თუ ეს ასე არ არის, მაშინ რას ნიშნავს ინციდენტიდან 4 საათის შემდეგ ზეინაბ მეტრეველის უბან-უბან სირბილი (ჩვენ ვართ ამისი მოწმეები)?

თუ ეს ასე არ არის, რას ნიშნავს ინციდენტიდან 6 საათის შემდეგ გამოძახებული სასწრაფო?

თუ ეს ასე არ არის რას ნიშნავს ის, რომ ვითომდა დაზარალებულს არ აღენიშნება იოტისოდენა დაზიანებაც კი?

იმაზეც გაგვეცით პასუხი, რას ნიშნავს თქვენს მიერ უდანაშაულო ადამიანის საჯაროდ დამნაშავედ გამოცხადება?

სირცხვილია, გამოდიხართ და თავს იწონებთ სხვისი ლანძღვით. თქვენი საარჩევნო კამპანია ღირსეული ადამიანების ოჯახის ტრაგედიაზე გინდათ ააგოთ! არც ერთი თანამდებობა არ გიღირდეთ სხვის ცრემლად. ამას არც ჩვენ გაპატიებთ და არც უფალი, რომელსაც ასე ხშირად იმოწმებთ და იფიცებთ.

რაც შეეხება ფულს, ცეზარ ჩოჩელი ფულს მხოლოდ გაჭირვებულის დასახმარებლად იხდის და არა ამომრჩევლის მოსასყიდად, მას ეს არ სჭირდება, რადგან იმაზე მეტი მეგობარი ჰყავს ვიდრე თქვენ ამომრჩეველი.

გარშემო მიმოიხედეთ, სიძულვილის თვალებით გიყურებთ ყველა.

იმედს ვიტოვებთ, რომ ქართული ოცნება სწორად შეაფასებს თქვენს ქცევებს, რადგან თქვენ, თქვენი საქციელით შეურაცხყოფთ ამომრჩეველს და პირველ რიგში - „ქართულ ოცნებას“!!!