საგურამოჰესი ექსპლუატაციაში შედის

საგურამოჰესი ექსპლუატაციაში შედის

საგურამოჰესი საქართველოს ერთიან ენერგოსისტემაში 25 სექტემრიდან ჩაერთვება.

ახალი ჰიდროელექტროსადგურის გახსნის ოფიციალური ცერემონიალი კვირას, 25 სექტემბერს, 13:00სთ-ზე, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საგურამოში გაიმართება.

აგრეგატის დადგმული სიმძლავრე  5 მგვტ-ია, ხოლო საშუალო წლიური გამომუშავება - 32 მლნ.კვტსთ.

ახალი ჰესი ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის’’ სათავე ნაგებობებისა და სატუმბო სადგურების ელექტროენერგიით უწყვეტ მომარაგებას უზრუნველყოფს, რაც თბილისის სტაბილური წყალმომარაგების კიდევ ერთი გარანტიაა.