სოფლის მეურნეობის მინისტრი აშშ-ის ელჩს შეხვდა

სოფლის მეურნეობის მინისტრი აშშ-ის ელჩს შეხვდა

სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან  ელჩთან საქართველოში იან კელისთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე მინისტრმა იმ პროექტების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი, რომელიც ამერიკის შეერთეებული შტატების მხარდაჭერით ხორციელდება და უმნიშვნელოვანესია აგრარული დარგის განვითარებისთვის.

ლევან დავიტაშვილმა  ქართული ღვინის საერთაშორისო ბაზრებზე, მათ შორის, ამერიკის შეერთებულ შტატებში პოპულარიზაციის და  საკუთარი ადგილის დამკვიდრების მიმართულებით გატარებულ ღონისძიებებზე გაამახვილა ყურადღება.

აშშ-ის ელჩმა ლევან დავითაშვილს სოფლის მეურნეობის მინისტრის პოსტზე დანიშვნა მიულოცა და აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატებისთვის მნიშვნელოვანია საქართველოში სოფლის მეურნეობის დარგის განვითრების ხელშეწყობა. იან კელის განცხადებით, მთავარია ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, რისი რესურსიც აგრარულ დარგში რეალურად არსებობს. ელჩმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ საქართველოს აქვს პოტენციალი აგრარული მიმართულებით მსოფლიო ბაზარზე საკუთარი, განსაკუთრებული ნიშა ჰქონდეს.

შეხვედრზე საუბარი ასევე შეეხო ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტს, ბულგარეთის სურსათის უვნებლობის სააგენტოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შორის მემორანდუმის გაფორმების მნიშვნელობას, რომელსაც ხელი 26 სექტემბერს, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროში მოეწერება.

აღნიშნული მემორანდუმი, DCFTA-ით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მიზნით,   სურსათის ეროვნული სააგენტოს შესაძლებლობების ზრდის, რისკის ანალიზის, მენეჯმენტის სისტემის გაუმჯობესებისა და ევროკავშირის სისტემასთან მაქსიმალური დაახლოების ხელშეწყობას ითვალისწინებს.