ქალაქ მცხეთაში შრომის ქუჩაზე წყალარინების ახალი ქსელის მოსაწყობად სამუშაოები დაიწყო

ქალაქ მცხეთაში შრომის ქუჩაზე წყალარინების ახალი ქსელის მოსაწყობად სამუშაოები დაიწყო

კომპანია „მცხეთის წყალი" ქ. მცხეთაში, შრომის ქუჩაზე, წყალარინების 200 მეტრი სიგრძის  ახალ ქსელს აწყობს.

აღნიშნულ მისამართზე წყალარინების ქსელის გამართული სისტემა აქამდე არ არსებობდა.  კომპანია „მცხეთის წყალმა" ახალი პროექტი შეიმუშავა, რომლის მიხედვითაც წყალარინების ახალ ქსელზე შრომის ქუჩის ყველა მაცხოვრებელი დაერთდება.

აღნიშნული სამუშაოები ერთ კვირაში დასრულდება და შრომის ქუჩაზე წყალარინების ქსელის გამართულ ფუნქციონირებას უზრუნველყოფს. ამავე პროექტის ფარგლებში,  ქ. მცხეთაში გოგებაშვილის ქუჩაზე წყალსადენის ახალი ქსელი მოეწყო.

კომპანია „მცხეთის წყალი" შრომის ქუჩის სარეაბილიტაციო პროექტში 20 000 ლარის ინვესტიციას ახორციელებს.