ამ/წლის 22 სექტემბერს ქ. ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა ცნობადობის ამაღლების სემინარი სტანდარტებისა და მეტროლოგიის შესახებ. აღნიშნული სემინარი იმართება ევროკავშირის პროექტის ეგიდით, ქ. ახალციხის მერიის და ახალციხის მუნიციპალიტეტის თანადგომით. მასში მონაწილეობა მიიღეს ახალციხის მუნიციპალიტეტის მოქმედმა მეწარმეებმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა.
ქართული პროდუქტის შიდა და ევროპულ ბაზარზე განთავსების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს რეგიონებში მეწარმეებისთვის დაიწყო ევროკავშირის მიერ დაფინანასებული პროექტის (,,საქართველოს სტანდარტიზაციისა და მეტროლოგიის ინფრასტრუქტურის შემდგომი განვითარების მხარდაჭერა ვეროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად“) ფარგლებში ცნობადობის ამაღლების სემინარების ციკლი სტანდარტებისა და მეტროლოგიის შესახებ. ცნობადობის ამაღლების სემინარი ჩატარდა ქ. თელავში, ქ. ფოთში და იგეგმება სემინარების ჩატარება საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.
ქ. ახალციხეში მოწვეული მეწარმეები უკვე საქმიანობენ, თუმცა უმეტესი ნაწილი გეგმავს ბიზნესის გაფართოებას და საკუთარი პროდუქციის გატანას ევროპულ ბაზარზე. სწორედ მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ჩეხეთის მეტროლოგიის ინსტიტუტის წარმომადგენლის და იტალიის სტანდარტიზაციის სფეროში დამოუკიდებელი ექსპერტის პრეზენტაციები ევროპის საუკეთესო გამოცდილების შესახებ სტანდარტიზაციის და მეტროლოგიის სფეროში. უცხოელ ექსპერტებთან ერთად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, სსიპ საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს წარმოადგენლებმა მიმოიხილეს საერთაშორისო და ევროპულ სტანდარტები, სტანდარტების გამოყენების უპირატესობები და მეტროლოგიის გავლენა ყოველდღიურ ცხოვრებასა და ბიზნესზე, ასევე გააცნეს სემინარზე დამსწრე საზოგადოებას სააგენტოს მეტროლოგიის ინსტიტუტის საერთაშორისო აღიარების მქონე ლაბორატორიების მომსახურებები და ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროექტით გათვალისწინებული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების გაუმჯობესების სამომავლო გეგმები.