კოალიცია ,,ქართული ოცნების” გორის ორგანიზაციის ახალგაზრდული ფრთის წევრებმა გორის ქუჩებში საინფორმაციო კამპანია გამართეს. აქციის მიმდინარეობისას პლაკატები დაარიგეს, სადაც საქართველოს ხელისუფლების კანდოდარღვევების შესახებ არსებული ინფორმაცია იყო მოკლედ ჩამოთვლილი. თითოეულ სურათს, ქვედა ნაწილზე, მიწერილი შემდეგი სიტყები ამშვენებდა: ,,მეტი სარგებელი ხალხს?!”.
აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ლექსო ვალიაური აცხადებს, რომ საზოგადოებას ამ ხელისუფლების მიერ ჩადენილი კანონდარღვევები შეახსენა. ერთადერთი ვინც კოალიცია ,,ქართული ოცნების” საინფორმაციო ბუკლეტების მიღებაზე უარი თქვა, ქეთევან მილაშვილია. ეს ის გორელი, სოციალურად დაუცველი ქალბატონია, რომელმაც კოალიცია ,,ქართული ოცნების” ლიდერს მერეთში დახვდა და რუსეთის აგენტი უწოდა. ქეთევან მილაშვილმა ივანიშვილს უთხრა, რომ სააკაშვილი მისი ღმერთია.