შტეფან ფულე ბიძინა ივანიშვილს პირისპირ შეხვედრისთვის წინაპირობას უყენებს. ამის შესახებ განცხადება ფულეს პრეს-სპიკერმა, პიტერ სტანომ რადიო ტავისუფლებასთან გააკეთა. "ბიძინა ივანიშვილისგან თხოვნა მივიღეთ, რომ მომავალ კვირას ბრიუსელში შედგეს მისი და შტეფან ფულეს შეხვედრა. ბატონი ფულე მასთან შესახვედრად მზად არის, თუ მიიღებს დაპირებას, რომ ივანიშვილის პარტია "ქართული ოცნება" ხელს მოაწერს ქცევის კოდექსს საქართველოში მოახლოებული საპარლამენტო არჩევნებისათვის და რომ "ქართული ოცნებისათვის" არჩევნების შედეგები მისაღები იქნება, თუ მათ ავტორიტეტიანი სამეთვალყურეო ორგანიზაციები, უწინარეს ყოვლისა ეუთო და ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი ლეგიტიმურად მიიჩნევენ", - განაცხადა პეტერ სტანომ. ქართული ოცნების პრეს-სპიკერი მაია ფანჯიკიძე უარყოფს ინფორმაციას, რომ შტეფან ფულემ ბიძინა ივანიშვილს შეხვედრის პირობად პარტიათა "ქცევის კოდექსზე" ხელისმოწერა წაუყენა.