დარღვევები საარჩევნო სიებში. წალკაში, კოალიცია,,ქართული ოცნების" წევრმა თამაზ ზაქრაძემ, კარდაკარის პრინციპით 25-ე საარჩევნო ოლქის 42-ე უბნის სია გადაამოწმა. საარჩევნო სიაში 200-ზე მეტი მიწერილი ადამიანი, მათ შორის 2 გარდაცვლილი აღმოჩნდა. ზაქრაძის თქმით ანალოგიური სიტუაციაა დანარცენ 13ტ სოფელშიც. სოფელ ხაჩკოვის მკვიდრები სააგენტო ,,ინფო9"-სთან საუბარში ამბობენ, რომ დეპუტატი და გამგებელი მოსახლეობას აშინებენ და ავალებენ ,,ნაციონალურ მოძრაობას" მისცენ ხმა, წინააღმდეგ შემთხვევაში 1000 ლარიან ვაუჩერს არ მისცემენ და მიწის ჩამორთმევით ემუქრებიან. აღმოჩნდა,რომ სოფელ ხაჩკოვში ,,ნაციონალური მოძრაობის" პლაკატებს დეპუტატი ავრცელებს. ამ ფაქტს ,,ინფო9"-სთან საუბარში ადგილობრივი მმართველობის წარმომადგენელი სარქის ოგანესიანი ადასტურებს.