გლდანის რაიონის გამგეობის თანადაფინანსებული პროექტების განყოფილებამ, 2016 წლის ბიუჯეტითა და ბინათმესაკუთრეთა პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები ამ დროისათვის 37 ობიექტზე დაასრულა.
ბოლო ერთი კვირაში 12 დასრულებულ პროექტზე შემდეგი სამუშაოები შესრულდა: კორპუსის სახურავების ქანობიანი გადახურვა, წყალსაწრეტი მილებისა და შიდაკანალიზაციის მოწყობა, ასევე, ლიფტის რეაბილიტაცია.
გლდანში ,,ბინათმესაკუთრეთა თანადაფინანსების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, სამუშაოები მიმდინარეობს 55 ობიექტზე, ასევე მზადდება კაპიტალური გამაგრების პროექტი, ექსპერტიზის ერთი და მიმდებარე ტერიტორიის გამიჯვნის, ასევე, ერთი სამუშაო.
ბმა პროექტების სამუშაოებს გამგეობა ბიუჯეტიდან 80%-ით აფინანსებს, ხოლო ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წილი 20%-ს შეადგენს.