ილია ჭავჭავაძის მკვლელობის 105 წლისთავთან დაკავშირებით წიწამურთან აგებულ ობელისკთან სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მღვდელმთავრებთან ერთად პარაკლისი აღავლინა. პარაკლისს „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი, კოალიციის წევრები და ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები დაესწრნენ. "ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა თბილისიდან წიწამურამდე სიმბოლური მსვლელობა მოაწყვეს. ბიძინა ივანიშვილი საგურამოშიც იმყოფებოდა, სადაც მისი თანადგომით აშენებული წმინდა გიორგის ტაძარი მოილოცა.