ევროსაბჭოს დელეგაციის ვიზიტი საქართველოში. წინასაარჩევნო მონიტორინგის დელეგაცია დილიდან შეხვედრებს მართავს ქართულ პოლიტიკურ ძალებთან. პირველი შეხვედრა დილის 10 საათზე ევროსაბჭოს ოფისში „ქართულ ოცნებასთან" გაიმართა და მას კოალიციის ლიდერები - ბიძინა ივანიშვილი, დავით უსუფაშვილი, კახი კალაძე და თეა წულუკიანი ესწრებოდნენ. შეხვედრიდან გამოსული ლიდერები აცხადებენ, რომ დელეგაციას მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდეს საქართველოში არსებული წინასაარჩევნო გარემოს შესახებ. მთელი დღის განმავლობაში ადგეგილია სეხვედრები სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებთან. ევროსაბჭოს დელეგაცია ვიზიტის შემაჯამებელ პრესკონფერენციას საღამოს რვის ნახევარზე გამართავს.