კომპანიების ტოპ-მენეჯერებმა შავი შღვის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის მასტერკლასები გამართეს

კომპანიების ტოპ-მენეჯერებმა შავი შღვის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის მასტერკლასები გამართეს

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში მასშტაბური ღონისძიება გაიმართა, რომლის ფარგლებშიც მოწვეული იყო სხვადასხვა წამყვანი კომპანიის 15-მდე ტოპ-მენეჯერი, მათ შორის IBSU-ს წარმატებული კურსდამთავრებულები. სპიკერებმა სტუდენტებისთვის, სხვადასხვა საინტერესო თემაზე მასტერკლასები გამართეს.

სპიკერებმა სტუდენტებთან ისაუბრეს თემებზე: ''ბრენდი და ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციები“, "რა შეცდომები არ უნდა დავუშვათ ბიზნესის დაწყებისას", ''რას მასწავლის სტარტ-აპი?'', "ლიდერის ხუთი მთავარი ფუნქცია", ''სერფერის გზა - პატარა ორგანიზაციების არჩევანი და ეფექტიანი სტრატეგია“, ''მენეჯმენტის გაკვეთილი ვინსენტ ვან გოგისგან'' და ა.შ.

პროექტის მიზანია  სტუდენტების განვითარებაზე ზრუნვა, რაც გულისხმობს არამხოლოდ მაღალი დონის აკადემიურ სწავლებას, არამედ, მათ ჩართვას სოციალურ-კულტურულ ღონისძიებებში. უნივერსიტეტი ცდილობს თითოეული მათგანი მოამზადოს მომავალი კარიერისათვის, რაც საბოლოოდ მათ წარმატებას განსაზღვრავს.

უნივერსიტეტი აწყობს სხვადასხვა ტიპის შეხვედრებს ცნობილ და წარმატებულ ადამიანებთან, სადაც ყველა ფაკულტეტის სტუდენტი პირადად ხვდება საინტერესო წარმატებულ პიროვნებას და მათთვის აქტუალური თემის გარშემო საუბრობს. 

ამის გათვალისწინებით, გაჩნდა იდეა უნივერსიტეტმა ჩაეტარებინათ უფრო მასშტაბური ღონიძიება და სხვადასხვა წამყვან კომპანიებში დასაქმებული პრაქტიკოსი ტრენერები, სპიკერები, საკმაოდ პოპულარული და წარმატებული ადამიანები მოეწვია. ისინი 15 წუთიან პრეზენტაციებით წარსდგნენ მსმენელის წინაშე, დაინტერესებული პირთათვის ერთგვარ რეკომენდაციები გასცეს, პირადი თუ საზოგადო გამოცდილებიდან გამომდინარე თუ როგორ მიაღწიონ წარმატებას და ჩამოყალიბდნენ პროფესიონალ კადრებად.