თიბისი ბანკის მიერ  დაფინანსებული ფილმი ამსტერდამში საუკეთესო სადებიუტო ნამუშევრად დასახელდა

თიბისი ბანკის მიერ დაფინანსებული ფილმი ამსტერდამში საუკეთესო სადებიუტო ნამუშევრად დასახელდა

ეროვნულ კინოცენტრთან ერთად განხორციელებული პროექტის ფარგლებში, თიბისი ბანკის მიერ დაფინანსებული დოკუმენტური ფილმი  "როცა დედამიწა მსუბუქია" ამსტერდამის დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე საუკეთესო სადებიუტო ნამუშევრისთვის დაჯილდოვდა.

სალომე მაჩაიძის, თამუნა ქარუმიძის, დავით მესხის მიერ შექმნილი დოკუმენტური ფილმი (პროდიუსერი ზაზა რუსაძე) ახალგაზრდა  ქართველი სკეიტბორდისტების, ხელოვანების, მუსიკოსების ჯგუფსა და მათ ყოველდღიურ  ცხოვრებაზე მოგვითხრობს.

წელს ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში მონაწილეობას  უგის ოლტეს ფილმი, "ორმაგი უცხოებიც" იღებს მონაწილეობას,  რომელიც ქართულ - ლატვიური კოპროდუქციაა. ფესტივალის სხვადასხვა სექციაში კი არაერთი ქართული პროექტია წარდგენილი.

ამსტერდამის დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფეტივალი, IDFA მსოფლიოში დოკუმენტური ფილმების ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურ კინოფესტივალად არის აღიარებული, რომელიც ამსტერდამში 1988 წლიდან ყოველწლიურად იმართება. 

ფესტივალი წელს  29 ნოემბერს დაიხურება.