თამარ მეფის ხიდზე LED სანათები დამონტაჟდა

თამარ მეფის ხიდზე LED სანათები დამონტაჟდა

„სინათლის ქალაქმა“  თბილისში, თამარ მეფის ხიდზე, ლედ სანათები დაამონტაჟა. სანათები „სინათლის ქალაქს“ ამერიკულმა კომპანია „General Electric” -მა მიაწოდა, რომელმაც პილოტ პროექტში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა. „სინათლის ქალაქისა“ და „General Electric” - ის წარმომადგენლემა  თამარ მეფის ხიდზე 10 დიოდური სანათი დაამონტაჟეს.

დედაქალაქის მასშტაბით, ეს უკვე მეათე პილოტ პროექტია, რომელიც „სინათლის ქალაქის“ დახმარებით განხორციელდა. დიოდური სანათები, თამარ მეფის ხიდის გარდა, უკვე დამონტაჟებულია აკაკი ბაქრაძის, კოტე აფხაზის,  ლეხ კაჩინსკის,  ჯავახიშვილისა და ლეონიძის ქუჩებზე, ასევე მელიქიშვილის გამზირზე, ბარათაშვილის ხიდსა და  აეროპორტის შესასვლელთან.

დიოდური სანათები ელექტროენერგიის 60–70%-იან ეკონომიას იძლევა.